GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე ოჯახს სტუმრობდა
21:34 29.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხაშურში გელაშვილების ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი მათ რეგიონში მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ხაშური ინდუსტრიული ცენტრი უნდა გახდეს და აქ უახლოეს პერიოდში 7-8 საწარმო უნდა გაიხსნას, რაც დასაქმების პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს. 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კახეთისა თუ სხვა რეგიონების მსგავსად, აქაც უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, რათა ტურისტული პოტენციალი სრულად იყოს ათვისებული. ამ მიზნით მომავალი წელი პრეზიდენტმა ხაშურის წლად გამოაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი რამდენიმე ოჯახს ბათუმსა და ფოთშიც ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი იმ სოციალური და ყოფითი პირობებით დაინტერესდა, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან აქ დასახლებულ დევნილებს აქვთ. მანუჩარ ბარსანიას ოჯახში ყოფნისას, პრეზიდენტმა იმ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ახლო მომავალში დამატებით 2 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას მისცემს ქალაქს.

დევნილთა დასახლებიდან მიხეილ სააკაშვილი ვალიკო რურუას ოჯახს ეწვია, რომელშიც ერთად ცხოვრობენ სამი თობის წარმომადგენლები. ადგილობრივების სახელით, მასპინძელმა ქვეყნის პირველ პირს მადლობა გადაუხადა იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რომლებიც ფოთში ათეული წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო. 

როგორც ოჯახის წევრებმა აღნიშნეს, წყლის და ბუნებრივი აირის პრობლემა დღეს უკვე აღარ არის. მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია შიდა გზებისა და ახალი კანალიზაციის სისტემის გამოცვლა, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას მოუხსნის ქალაქს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ1
ლანჩხუთელები აჭარიდან ჩასახლებული მუსულმანების მიერ სამლოცველო გახსნას აპროტესტებენ2
მასწავლებელი სტუდენტებთან შეუფერებელი ურთიერთობისთვის დააკავეს3
პარლამენტი ე.წ. Must carry-ის პრინციპზე იმსჯელებს4
კრისტენ სტიუარდი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობ ქალად დასახელდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X