პატიმრების წამებისა და გაუპატიურების
კადრების გავრცელების შემდგომ საპროტესტო აქციაზე დაკავებული სტუდენტის „ლაბორატორია
1918“-ის წევრ სანდრო ცაგარელისთვის დაკისრებულ 400 ლარიან ჯარიმას მომღერალი
ცისანა სეფიაშვილი გადაიხდის.
აღნიშნულის შესახებ სეფიაშვილმა განცხადება ფონდ "ქომაგში" გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ფონდმა
"ქომაგმა"
მშვიდობიანი
აქციის დროს დაჯარიმებულ მოქალაქეებს მხარდაჭერა 25 სექტემბერს გამოუცხადა და დახმარებას დაპირდა.
ფონდის
განცხადებას
მოგვიანებით
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგენლებიც
გამოეხმაურნენ.
ერთ-ერთი მათგანი ცისანა სეფიაშვილი იყო, რომელიც ცაგარელისთვის დაკისრებულ 400 ლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ სტუდენტური გაერთიანება
"ლაბორატორია
1918"-ის
წევრ ალექსანდრე ცაგარელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 400
ლარიანი ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის
166 და
173 მუხლის
საფუძველზე
დააკისრა.
Internet.ge