საქართველოს პრეზიდენტი საგარეჯოში, სოფელ გიორგიწმინდაში ოთარ გოდერძიშვილის ოჯახს ესტუმრა და ოჯახის წევრებთან ერთად ყურძნის კრეფის პროცესში მიიღო მონაწილეობა.
წლევანდელი რთველის მიმდინარეობის შესახებ, ქვეყნის პირველმა პირმა ინფორმაცია პირადად გოდერძიშვილებისგან მიიღო, რომლებმაც ყურძნის ძირითადი ნაწილი ღვინის ქარხანას უკვე ჩააბარეს.
მიხეილ სააკაშვილი მათ ოჯახის სარგებლობისთვის განკუთვნილი ყურძენის დაკრეფაში დაეხმარა. გოდერძიშვილების ვენახი 8000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გაშენებული.
internet.ge