ვარკეთილის ერთ-ერთ საწყობში გაჩენილ ხანძარს 7 სახანძრო ბრიგადა აქრობს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, კაიროს ქუჩაზე
მდებარე სასაწყობე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შესახებ
ინფორმაცია 16:28 საათზე მიიღეს. 16:41 წუთის მონაცემებით კი ხანძარი
ლოკალიზებული იყო.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სრულ ლიკვიდირებას
დაახლოებით 10 წუთი დასჭირდება.
ცეცხლი
მზესუმზირის
შემნახველი
საწყობის სახურავზე, 150 კადრატულ მეტრზე გაჩნდა. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
Internet.ge