იაპონიაში
ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებში პამპერსების მომარაგების პროცესს, შესაძლოა, მნიშვნელოვანი შეფერხება ჰქონდეს.
კომპანია
Nippon Shokubai, რომელსაც ქარხანა ეკუთვნის, მსოფლიოს მასშტაბით შემწოვი
პოლიმერების 20% აწარმოებს, რაც შემდგომ პამპერსების წარმოებაში გამოიყენება.
ქარხანაში,
სადაც ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა, ყოველდღიურად 320
ათას ტონა პოლიმერს აწარმოებენ. მასზე მოთხოვნა კი იმდენად დიდია, რომ მიუხედავად
იმისა, რომ ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობდა, კომპანია სხვა ქვეყნებშიც გეგმავდა
ქარხნების გახსნას.
internet.ge