დავით ზურაბიშვილი კოლაგში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეფასებას გაუმართლებლად მიიჩნევს
გურჯაანის სოფელ კოლაგში მომხდარ შემზარავ შემთხვევას
კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
ზურაბიშვილმა საზოგადოებას
მოუწოდა მომხრადს უაპელაციოდ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად ნუ აფასებენ.
“მესმის, რომ საშინელი და შემზარავი ფაქტია 9 თვის ბავშვის მკვლელობა, მაგრამ ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ აცხადებენ ასე უაპელაციოდ ამას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. მე მგონია ასეთი რამის დაბრალება ადამიანისთვის არანაკლები ცოდვაა, ვიდრე ასეთი რამის ჩადენა. ჯერ კარგად გაირკვეს რა მოხდა და როგორ მოხდა და დასკვნები მერე გავაკეთოთ, თორემ ვიღაცეები უკვე პირდაპირ ადებენ ხელს ნაცმოძრაობას, გიგა ნასარიძე კი იძახის "ოცნების" დაგეგმილი პროვოკაცია იყოო! გასაგებია რომ დაძაბულები ვართ და ნევროტული ატმოსფეროა, მაგრამ ცოტა საღ აზრსაც მოვუხმოთ!“- აცხადებს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, 10 თვის ბარბარე რაფაიანცი, რომელიც მშობლებს სტუმრად დეიდასთან
ჰყავდათ, თავდახურულ ქვევრში გარდაცვლილი იპოვეს.
Internet.ge