21-ე
საუკუნეში საფრანგეთში, ნანტის სიახლოვეს, სოფელ ლე მოჟის შემოგარენში მაქციაზე ნადირობა გამოაცხადეს.
თავდაპირველად
უცნაურ მოვლენებს ყურადღება არავინ მიაქცია. ფერმერები ამბობდნენ, რომ გაურკვეველი
ცხოველი სისტემატურად ესხმოდა თავს ცხვრებს და გაუგონარი სისასტიკით მოქმედებდა.
მოსახლეობა
პანიკამ მოიცვა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ამ უცნაურმა არსებამ უკვე 86
შინაური ცხოველი დაგლიჯა.
პარიზიდან
ჩასული ექსპერტების აზრით, ცხვრები არ არიან არც გარეული ძაღლებისა და არც მგლების
მსხვერპლნი. სპეციალისტები სერიოზულად ვარაუდობენ, რომ ცხვრის ფარას მაქცია ესხმის
თავს.
„ეს
განსაკუთრებული არსებაა. გვინდა ცოცხლად დავიჭიროთ, რომ კარგად შევისწავლოთ,“ -
განაცხადეს ადრე კოლინიემ და მარტინ კრეპონმა, რომლებიც საიდუმლოს ამოხსნას
ცდილობენ.
მათ
ოლქში საინფორმაციო ფურცლები გაავრცელეს, სადაც მაქციისგან მოსალოდნელ
საფრთხეებზეა საუბარი და მოუწოდეს ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს იდუმალი
მტაცებელის ძებნის ოპერაციაში.
Internet.ge