საქართველოს
მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს, ცესკოს ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს არჩევნები საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე ჩატარდება და მონიტორინგს 61 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გაუწევს.
საარჩევნო პროცესზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვიდა პოლონეთის სეიმის 15-კაციანი დეპუტატთა ჯგუფი.
სადამკვირვებლო მისიას, პოლონეთის სეიმის წარმომადგენლები, საქართველოში გამართულ წინა არჩევნებზე ევროკავშირის მისიის შემადგენლობაში ახორციელებდნენ, თუმცა მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, წელს მათ დამოუკიდებელი დაკვირვების გადაწყვეტილება მიიღეს.
არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოსული საერთაშორისო დელეგაციების ნაწილი ეუთო-ს
მისიაში ერთიანდება.
ქვეყანაში უკვე ჩამოვიდნენ ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტების წარმომადგენლებიც. საქართველოში არიან NDI-ს
და IRI-ს მისიები. ისინი საარჩევნო პროცესს რეგიონებსა და თბილისში დააკვირდებიან.
ცესკო-ს
ინფორმაციით,
არჩევნებზე
ყველაზე მეტი დამკვირვებლით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 1-ელი
ოქტომბრის
არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,613,851 შეადგენს.
არჩევნებში 16 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს,
აქედან, 14 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკია.
Internet.ge