ვანო მერაბიშვილი: თქვენ ალბათ ყველა კარგად ხვდებით რასაც მივეცი ხმა
11:04 01.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წუთის წინ იმყოფებოდა 27-ე საბავშვო ბაღში გახსნილ, 44-ე საარჩევნო უბანზე.
არჩევანის გაკეთების შემდეგ ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა და ვინ აირჩია პრემიერმა, მერაბიშვილმა უპასუხა: "თქვენ ალბათ ყველა კარგად ხვდებით რასაც მივეცი ხმა, ხმა მივეცი დამოუკიდებლობას, განვითარებას და საქართველოს მომავალს".
ამ დროისთვის აღნიშნულ უბანზე რეგისტრირებული 1442 ამომრჩევლიდან, 241-მა ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|