ჩიორა თაქთაქიშვილი: მნიშვნელოვანია დღევანდელმა დღემ გამვჭირვალობის პირობებში ჩაიაროს
„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა დღემ
და არჩევნებმა განსაკუთრებული გამჭვირვალობის პირობებში ჩაიაროს.
როგორც პარტიის
მიერ გახსნილ მედიაცენტრში, ჟურნალისტებთან საუბრისას თაქთაქიშვილმა განაცხადა,
ისინი 3 მიმართულებით მუშაობენ.
„ერთიანი
ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა დღემ
განსაკუთრებული გამჭვირვალობის პირობებში ჩაიაროს.
საზოგადოებასა და მედიას კი, ჰქონდეს სრული ინფორმაცია, მოძრაობის
საქმიანობის შესახებ. ამ თვალსაზრისით ჩვენ 3 მიმართულებით ვმუშაობთ, პირველი არის
მედიაცენტრის ფუნქციონირება, მეორე დარღვევებზე შესაბამისი ჯგუფის მუშაობა და
ამომრჩევლის მოწვევის კამპანია“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
internet.ge