ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ნუ შეუშლიან ხელს კომისიების მუშაობას
ცენტრალურ
საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, სპეციალური
ბრიფინგი გაიმართა.
ცესკოს
სპიკერმა ეკა აზარაშვილმა, საზოგადოებას მერნეულში მომხდარi ფაქტის შესახებ აცნობა.
მისი თქმით, ერთ-ერთ უბანზე კომისიის საქმიანობის ხელის შეშლის ფაქტი დაფიქსირდა.
„მარნეულში
მე-80 საარჩევნო უბანზე, ერთ-ერთი საარჩევნო ობიექტის წარმომადგენელი, ჩაერია
კომისიის საქმიანობაში, რამაც გამოიწვია კომისიის მუშაობის შეფერხება. მოვუწოდებთ
ყველა საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, ნუ შეუშლიან ხელს კომისიების მუშაობას
და ნუ შეაფერხებენ კენჭისყრის პროცესს“,- განაცხადა ცესკოს სპიკერმა.
internet.ge