შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე
მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიციის გამოძახების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა,
სალომე მახარაძემ განუცხადა.
მისი თქმით, არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების ვალდებულება შსს-მ
ეკა ზღულაძესთან ერთად აიღო.
„საბედნიეროდ, არც ერთი გამოძახება არ ყოფილა, ვიმედოვნებთ, რომ ასეც
გაგრძელდება“,- აღნიშნა მახარაძემ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
internet.ge