„ქრისტიან-დემოკრატიული
მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია გავრცელებული
ინფორმაციით, მონასტერში იმყოფება.
გრიგოლია
საზოგადოების წინაშე ამ დრომდე არ გამოჩენილა და კანდიდატურის მოხსნასთან
დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. გრიგოლიამ ასევე სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარი გვერდიც გააუქმა, სადაც
თავდაპირველად მისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ,
რომ კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის კანდიდატს უფლება
აქვს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვას არჩევნებამდე არაუგვიანეს 10 დღისა.
გლდანის
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ინგა გრიგოლია კვლავ მაჟორიტარობის
კანდიდატად რჩება. მისივე თქმით, მიღებული ხმების რაოდენობა გრიგოლიას მიმართ
ჩვეულებრივ დაფიქსირდება.
შეგახსენებთ,
რომ ინგა გრიგოლიამ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ საზოგადოებას 24
სექტემებრს, სოციალური ქსელის
საშუალებით ამცნო.
internet.ge