საქართველოს
ცენტრალური
საარჩევნო
კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებული ადამიანების 53%-
მა უკვე დააფიქსირა.
როგორც
ცესკოში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა
ეკა აზარაშვილმა განაცხადა, აქტივობის შესახებ საბოლოო ინფორმაცია 21:00 საათზე
დაიდება.
ამასთან,
ცენტრალური
კომისია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ხმების პარალელურ დათვლასა და ეგზიტპოლებს აწარმოებს, საარჩევნო უბნების დახურვამდე მიღებული ინფორმაციის განსაჯაროებისგან თავი შეიკავოს.
აზარაშვილიმა იმ ამომრჩეველსაც მიმართა, ვინც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და მოუწოდა მათ ხმის მიცემის შემდეგ დატოვონ საარჩევნო უბნები.
რაც
შეეხება ცხელ ხაზსს, ამ მომენტისთვის
ცესკოში 3 607 -ზე მეტი ზარია შესული.
internet.ge