საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხის რაიონში
სპეცდანიშნულების რაზმების მობილიზების ფაქტს არ ადასტურებს.
როგორც შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სალომე მახარაძემ
„ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, ლაგოდეხში, განსაკუთრებით, კი „ქართული ოცნების“
ოფისთან, არანაირი სპეცრაზმის მობილიზება არ მომხდარა.
„ლაგოდეხში განსაკუთრებული არაფერი ხდება, არანაირი მობილიზება, პოლიცია შეიძლება გადაადგილდებოდეს, თუმცა მათ რაიმე სახის დირექტივა არ აქვთ“,-
განაცხადა მახარაძემ.
რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალების ინფორმაციით, ლაგოდეხის რაიონში
სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება ხორციელდება.
„მეცხრე არხის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან
სპეცდანიშნულების რაზმის 4 მანქანაა მობილიზებული.
internet.ge