უწყებათაშორისი კომისიის წევრის თამარ კინწურაშვილის
ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა
მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამომრჩევლები საკუთარ არჩევანს თავისუფლად
აკეთებენ.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კინწურაშვილმა განაცხადა,
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე უბანზე
ამომრჩეველმა ხმა პირადობის მოწმომის გარეშე მისცა. ეს ინფორმაცია ცესკომ გადაამოწმა
და გაირკვა, რომ ამ ფაქტს ადგილი ჰქონდა, თუმცა მასიურ ხასიათს არ ატრებდა.
„ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თითქოს წნორში დევნილებს ხმის მიცემის
უფლება არ მისცეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან იმ პირებმა ვერ
დააფიქსირეს არჩევანი, რომელთაც თან პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ,“-დასძინა
კინწურაშვილმა.
უწყებათაშორისი კომისიის წევრის განცხადებით, რამდენიმე ტელევიზიის მიერ
ეგზიტპოლის შედეგები გადაიცა, რომელიც კანონით იკრძალება, ამ ფაქტზე ცესკო
რეაგირებას მოახდენს.
„ახალქალაქში ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და ეს ფაქტი სამართალდამცავებს
გამოსაძიებლად გადაეცათ. ასევე გამოძიება დაიწყო ხაშურის „ინფო9“-ის ჟურნალისტებზე
განხორციელებული ზეწოლის ფატქებზე, ასევე ლაგოდეხში „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალური
მოძრაობის“ აქტივისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტებზე,“-განაცხადა
კინწურაშვილმა.
ამასთან, თამარ კინწუარშვილის განცახდებით, ინფორმაცია გავრცელდა, რომ
რამდენიმე პირი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკვეს. კინწურაშვილი ცნობით, ადგილი ჰქონდა პოლიტიკური
თანამდებობის პირებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების რამდენიმე ინციდეტს, რომელიც
უკვე ამოწურულია. კინწურაშვილს ამ ინციდენტების შესახებ პრესკონფერენციაზე არ
უსაუბრია, თუმცა იმ პირების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც აღნიშნულ ინციდენტებში
მიიღეს მონაწილეობა.
„ეს პირები იყვენენ „ქართული
ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ეკა ბესელია, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე
და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელეშვილი,“- დასძინა
კინწურაშვილმა.
Internet.ge