საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, დღეს, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობდა. ამ დროისათვის კი, ყველა საარჩევო
უბანი დაიხურა. საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, დღესვე, აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ჩატარდა.
მოქალაქეები პარლამენტს 4 წლის ვადით ირჩევენ.
დეპუტატთა რაოდენობა 150-ით განისაზღვრა, აქედან, 77 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 73 წევრი
– მაჟორიტარული.
საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები
08:00 საათიდან
გაიხსნა. არჩევნები სულ საქართველოს 73 ოლქის
3 648 უბანზე ჩატარდა.
ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის 71 ე.წ სპეციალური უბანი გახსნა.
ორი მსგავსი უბანი გახსნილი
იყო საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი - სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების
ნაწილებსა და პოლიციაში.
პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს მონიტორინგს 61 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უწევდა.
internet.ge