რუსეთის სპეცსამსახურები აძლიერებნ საქმიანობას ესტონეთში.
ამის შესახებ ესტონეთის უშიშროების
პოლიციის ყოველწლიურ მოხსენებაშა ნათქვამი - იუწყება „ინტერფაქსი“.
უწყების მონაცემებით, რუსეთის ჯაშუშური ქსელი ნატო-ს და მისი
მოკავშირეების თავდაცვით პოტენციალთან მიახლოებას ცდილობს, ასევე აგროვებს
ინფორმაციას რესპუბლიკის განვითარების შესახებ. რუსეთის მხრიდან ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ესტონეთში ანტისარაკეტო
თავდაცვის სისტემების განთავსების შესახებ გახდა ცნობილი. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოსკოვი ცდლობს ნატო-ს
საქმიანობაში აგრესიული მისწრაფებების ნიშნები აღმოაჩინოს.
„არის პროგნოზი სამხედრო დაზვერვის წილის გაზრდისა, რასთან
დაკავშირებითაც რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო განყოფილება
ესტონეთში შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს“ - თვლის ესტონეთის უშიშროების
პოლიცია.
Internet.ge