ცესკოს პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესები
ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებული ექსესების გარეშე წარიმართა.
მისი ინფორმაციით, ამჟამად უბნებზე ხმის დათვლის პროცესი უკვე დაიწყო,
ცესკო კი, წინასწარ შედეგებს 03:00 საათის შემდეგ გამოაქვეყნებს.
რაც შეეხება ავღანეთში გამართული კენჭისყრის შედეგებს, პროპორციული
წესით ჩატარებული არჩევნების საბოლოო მონაცემები, არჩევნების საერთო შედეგებთან
ერთად გახდება ცნობილი. ამ დროისათვის კი, ბიულეტენების დათვლის პროცესი
მიმდინარეობს.
internet.ge