რობერტ სტურუა: ფრთხილად, გველეშაპი ჯერ ცოცხალია...
09:32 02.10.2012
|
დღის სიახლეები
|
რობერტ სტურუა არჩევნების შედეგებს ფეისბუქით გამოეხმაურა და საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი დაწერა:
"დღეს ქართველი კაცი ბედნიერი შეხვდა მზის ამოსვლას... კიდევ ერთხელ... ო,
რა უსაზღვროა რომანტიზმზე დამფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი... ფრთხილად,
გველეშაპი ჯერ ცოცხალია, ყოველდღიურ მსხვერპლს ელოდება ჩვენგან - სისხლი
სწყურია, როგორც ყოველთვის ... ის ადამიანები კი, გუშინ რომ ერთგულად
ემსახურებოდა ამ ურჩხულს, დღეს ბედნიერი ღიმილით გვილოცავენ და მერე სადღაც
კუთხეში, ჩუმად თავს იმართლებენ: რა ვქნა, ცოლ-შვილი, სამსახური, ხელფასი,
პრემიები, ტელევიზია - და გეცოდება ეს უბედური, და პატიობ: ქართველი ხარ
და აბა რას იზამ..." - წერს სტურუა და საკუთარ სპექტაკლს "დრაკონს" იხსენებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|