GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
12:00 საათის მონაცემებით 53.02 %-ით „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს
12:02 02.10.2012
დღის სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 12:00 საათისთვის გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 53.02 %-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ ლიდერობს.

მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, რომელსაც ამომრჩეველთა 41.75  %-მა დაუჭირა მხარი.

დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია: „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2.27%, „ახალი მემარჯვენეები“ – 0,52 %, „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,32 %.

ასევე ცნობილი გახდა ცესკოს პირველადი მონაცემები ხობში პარტიების მიხედვით. არსებული შედეგებით: „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 49.81%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ -45.12% აქვს,  „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას“ კი, 2.71% აქვს.

გამოქვეყნდა ხელვაჩაურში არჩევნების პირველადი შედეგებიც. პარტიების მიხედვით „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ 60.13%-ით ლიდერობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“ 34.57% აქვს, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობას“ კი, 3.07%. 

რაც შეეხება მაჟორიტარების მიერ მიღებულ ხმების რაოდენობას ოლქების მიხედვით, შედეგები ასე გამოიყურება: 

თეიმურაზ დუმბაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა –მეტი სარგებელი ხალხს“- 35.64%,

როსტომ ხალვაში- „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“- 57.91%, 

შუქრი თურმანიძე-  „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 4.18%.

ცესკოს მონაცემებით, დათვლილია 908  უბნის შედეგები, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 24.22 პროცენტია.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
რუსმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებით სკოლა-ინტერნატი დაცხრილეს (VIDEO)2
პოლიციელებმა აზებაიჯანელ მოქალაქეს 77 ჭრილობა მიაყენეს3
ცხინვალში გვარების დაბოლოებებს იცვლიან4
მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც სმენის დაქვეითებას იწვევს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X