უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს „რუსთავი 2“ დაატოვებინეს
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში „ქართული ოცნების“ აქტივისტების შეჭრის
ფაქტი ტელეკომპანიის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა
სალომე მახარაძემ განუცხადა, ადგილზე პოლიციის ერთი ჯგუფი იყო მისული.
მახარაძის განცხადებით ინცინდენტი აქტივისტების დაკავებით არ
დასრულებულა, მათთვის არც ადმინისტრაციული ჯარიმა გამოუწერიათ.
ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის შენობაში კოალიციის მომხრეები
შეიჭრნენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენიმე პირი ცდილობდა,
თანამშრომლებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. არსებული
ინფორმაციით, აქტივისტები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ტელეკომპანია მოუწოდებს ყველას, მედიაზე ზეწოლა შეწყვიტონ.
Internet.ge