ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქალაქ ლაზიკას აშენების საჭიროება არ არსებობს.
"რისთვის, ან ვისთვის
უნდა აშენდეს ეს ქალაქი. სად არის ამის სახრსრები?" - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი თქმით, ლაზიკას აშენების იდეა მიხეილ
სააკაშვილის აკვიატებაა. „მაშინ, როცა საქართველოს სხვა ქალაქები დაცარიელებულია, ასეთი პროექტი გადასახედია“,- დასძინა „ქართული
ოცნების“ ლიდერმა.
ივანიშვილმა ბათუმში განხორციელებული მშენებლობებიც დაიწუნა.
„მიხეილ სააკაშვილმა ეს ქალაქი დაამახინჯა.
პრეზიდენტმა ბათუმი სათავისოდ აიშენა. რას გავს ეს ახალი ტექნოლოგიური
უნივერსიტეტი? ან ტყუპი შენობები?“,- აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან კოალიციის ლიდერი პარლამენტის ქუთაისის შენობასაც შეეხო.
მისი თქმით, ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომა ქუთაისში ჩატარდება, რადგან თბილისში
საკანონდებლო ორგანოს შენობა თითქმის დანგრეულია, თუმცა აქვე დასძინა, რომ პარლამენტის
ქუთაისში გადატანა გადაიხედება.
internet.ge