ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა ხმების 97% უკვე
დათვლილია.
ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, კოალიციას "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება" – 55% აქვს, ხოლო მმართველ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს" - 40,27%, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 2.04% ფლობს.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, ქვეყნის პირველი პირის მიხეილ
სააკაშვილის შეფასებით, არჩევნები შედგა.
არჩევნები შეაფასა კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმაც და მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა.
Internet.ge