კომისიის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, 1-ელ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში 55 %-ით საარჩევნო ბლოკი „ბიძინა
ივანიშვილი
- ქართული ოცნება“ ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“, რომელსაც ამომრჩეველთა 40.27 %-მა დაუჭირა
მხარი.
დანარჩენი პარტიების პროცენტული მაჩვენებელი კი ასეთია:
„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2.04%,„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 1,24 %.
ცესკოს მონაცემებით, დათვლილია 3590 უბნის შედეგები, რაც ამომრჩეველთა საერთო
რაოდენობის 97.03 პროცენტია.
internet.ge