ბიძინა
ივანიშვილის
ბიზნესცენტრში
"ქართული
ოცნების"
წევრების შეხვედრა მიმდინარეობს.
"ქართულმა ოცნებამ“ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყო. სავარაოდოდ, ბიძინა ივანიშვილი მთავრობის ფორმირების საკითხს კოალიციის დანარჩენ წევრებთან ერთად
განიხილავს.
ჟურნალისტებმა შეხვედრაში მონაწილე
პოლიტოკოსებისგან შეხვედრის დაწყებამდე ვერანაირი კომენტარის მიღება ვერ
მოახერხეს.
შეხვედრას
ესწრებიან: დავით უსუფაშვილი, გოგი თოფაძე, დავით საგანელიძე, ალექსი პეტრიაშვილი, კობა დავითაშვილი და სოზარ სუბარი.
შეხვედრა
უკვე დატოვა ირაკლი ალასანიამ, მას
ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
internet.ge