ფილიპ დიმიტროვი: ყველას აქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფილიპ
დიმიტროვი, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არსებულ სიტუაციასა და კომისიის წევრებზე
ზეწოლის ფაქტებს გამოეხმაურა.
დიმიტროვის შეფასებით ყველას აქვს უფლება, არჩევნების შედეგების
გასაჩივრების, თუმცა ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს.
„გავეცანით იმ პრობლემებს, რომლის შესახებაც დღეს შევიტყვეთ. ყველამ
იცის, რომ ევროსაბჭო და ევროკავშირი აცხადებდა, რომ ეს არჩევნები იყო ტესტი და
დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ზოგიერთ რეგიონში ხალხი
დაობს პროცენტებზე, საქართველომ ვალდებულება აიღო უზენაესობის დაცვაზე, იგივე
ვალდებულება აქვთ პარტიების ლიდერებს, რაც ნიშნავს, რომ კანონი იყოს დაცული.
ყველას აქვს გასაჩივრების უფლება, მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს“,-
განაცხადა დიმიტროვმა.
internet.ge