მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში დღეს, ნიშნად უფლის მოწყალებისა, მაცხოვრის საფლავზე, ღვთაებრივი ცეცხლის
გადმოსვლას ელოდება.
ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმყოფებიან, მათ შორის
საქართველოდან.
წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს, გვიან ღამით, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა ჩამოაბრძანებს და ლიტურგიის დროს ყველა
ტაძარში გავრცელდება.
მოციქულთა და წმინდა
მამათა მოწმობით, უნივთო
ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი
იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში
სილოამის ემბაზის წყალი
ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი
ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.
Internet.ge