გიორგი დემეტრაძის პატიმრობიდან გათავისუფლება არ დასტურდება. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ფეხბურთელის ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუმარტა, დაკავებულს
პრეზიდენტის შეწყალება მიმდინარე წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან
დაკავშირებით შეეხო, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ის საბყრობილედან გათავისუფლდა.
„დიახ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩემი კლიენტი 28
აგვისტოს შეიწყალა. მას მოსახდელი წლები გაუნახევრდა. მარტივად რომ გითხრათ, 28
აგვისტოს მოდგომარეობით, დემეტრაძეს ციხეში ყოფნა კიდევ 4 წლით უწევდა, თუმცა
შეწყალების მიღების შემდეგ სასჯელს 2 წელი
მოაკლდა, დემეტრაძე საპყრობილეში კიდევ ერთი წლით დარჩება“,- აღნიშნა
ადვოკატმა.
გიორგი
დემეტრაძე
ქურდულ სამყაროსთან კავშირისა და წევრობისთვის
2010 წელს
დააკავეს.
სასამართლომ
ფეხბურთელს
თავისუფლების
6 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
Internet.ge