კახი კალაძე დღეს, კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერთან ბიძინა
ივანიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, კალაძემ განაცხადა, მას რომელიმე
თანამდებობაზე ყოფნის პრეტენზია არ აქვს და მზად არის საქართველოს და ქართველ
ხალხს ემსახუროს.
„თავიდანვე განვაცხადე, როცა პოლიტიკაში მოვდიოდი, რომ არ მაქვს
არანაირი პრეტენზია რაიმე თანამდებობაზე. მე მზად ვარ ვემსახურე ქვეყანას და ჩემს
ხალხს. არ არის აუცილებელი იყო სპორტის მინიტრი, მე სპორტს ისედაც დავეხმარები.
სადაც ქვეყანას და ხალხს გამოვადგები იქ ვიდგები“,- განაცხადა კალაძემ.
Internet.ge