თერჯოლაში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა 500-დე "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა შენობაში შეჭრა სცადა: აქტივისტები გამოირჩეოდნენ აგრესიით დაცვის პოლიციის თანამშრომლების მიმართ, მუშტები დაუშინეს მინებს, ჩაამსხვრიეს შესასვლელი კარის მინები.
მომიტინგეებს შენობაში შეჭრის საშუალება პოლიციელებმა არ მისცეს, თუმცა იმის გამო, რომ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა გრძელდება, თერჯოლაში ამ დროისთვის მობილიზებულია სპეცრაზმი.
"ქართული ოცნების" აქტივისტები ანალოგიური ქმედებით გამოირჩევიან თითქმის ყველა იმ ოლქში, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ოქმების მიხედვით ლიდერობს.
ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე წუთის წინ
საგანგებო განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა
გაბაშვილმა,
რომელმაც აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება", რომელმაც რამდენიმე დღეში უნდა
გადაიბაროს
ხელისუფლება,
აქტივისტების
მობილიზაციასა
და საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას ახდენს და ეს
ხდება იმ ფონზე, როცა
საერთაშორისო
თანამეგობრობამ
არჩევნები გამჭვირვალედ და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებულად აღიარა.
Internet.ge