საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქართიული ოცნება“ იმ ოლქების
შედეგების გაუქმებას მოითხოვს, სადაც კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატები
დამარცხდნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა დღეს რაიონებში იმ ოლქების
პიკეტირება სცადეს, სადაც ბოლო ინფორმაციით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“
ლიდერობს.
ხაშური, სიღნაღი, თერჯოლა, ამბროლაური, ბოლნისი, წალკა, თეთრიწყარო ეს
იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც აქტივისტები საარჩევნო ოლქების პიკეტირებას
მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
ბოლო ინფორმაციით, თერჯოლაში, საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან
შეკრებილმა 500-დე "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა შენობაში შეჭრა
სცადა. დაზიანებულია ინვენტარი.
ცესკო-ს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საოლქო
საარჩევნო კომისიებს მუშაობის მხრივ გარკვეული შეფერხებები აქვთ, რადგან ზოგიერთი
პარტიის აქტივისტები ძალიან ემოციურად და დაჟინებით მოითხოვენ მათგან
გადაწყვეტილებების მიღებას.
ხარატიშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული ვითარება იყო თეთრიწყაროს
კომისიაში, სადაც 02:00 საათზე, კომისიას მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შედეგად
შეაცვლევინეს. ხარატიშვილის თქმით, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი
რეაგირება მოხდება.
დღესვე, აღნიშნულ ფაქტს ევროპელი დამკვირვებლები გამოეხმაურნენ და
აღნიშნეს, რომ საქრთველოში დემოკრატიული არჩევნების შედეგი ყველა მხარემ უნდა
აღიაროს. ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, კი ძალადობა და კანონის უგულვებელყოფა
დანაშაულია.
Internet.ge