მოსკოველმა
პენსიონერმა ქალბატონმა ბანკიდან 50 ათასი რუბლი გამოიტანა და იმ ბალიშის ქვეშ
შეინახა, რომელზეც ეძინა.
საბედნიეროდ,
მოხუცი ძალზე წინდახედული აღმოჩნდა. მას სახლში დოზიმეტრი ჰქონდა, რომლითაც
პროდუქტების უსაფრთხოებას ამოწმებდა
ხოლმე.
ორი დღის
შემდეგ, რაც ბანკიდან ფული გაიტანა, ელენა კრიჟანოვსკაიამ, ჩვეულებისამებრ
დოზიმეტრით დაიწყო ოთახში სიარული და გაოცდა, როცა ხელსაწყო „გაგიჟდა“.
რადიაციის
წყაროსაც მისი საშუალებით მიაგნო - ეს ბანკიდან გამოტანილი კუპიურები იყო.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ რადიაციის დოზა თითქმის 20 ათასჯერ აღემატება
ნორმას, რაც ატომური ელექტროსადგურების აფეთქების დროს წარმოიქმნება ხოლმე.
ბანკში
გაოცებულები არიან და ვერაფრით ხსნიან, თუ როგორ მოხვდა მათთან ეს კუპიურები.
Internet.ge