ცესკოს ამჟამინდელი მონაცემებით, მაჟორიტარული სიის მიხედვით, „ქართულ
ოცნებას“ 39 მანდატი აქვს მოპოვებული, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი - 34.
არსებული მონაცემებით კახეთში, სადაც სულ 8 ოლქია, „ქართულმა ოცნებამ“
3 ოლქი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 5 ოლქი მოიგო. ქვემო ქართლში 6 ოლქი „ნაციონალებმა“
მოიგეს, 1 ოლქი კი - „ქართულმა ოცნებამ". მცხეთა-მთიანეთში 4 ოქიდან ოთხივეში
„ქართული ოცნება“ ლიდერობს.
რაც შეეხება შიდა ქართლს, სადაც სულ 4 ოლქია, „ქართულმა ოცნებამ" - 3,
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 1 ოლქი მოიგო. სამცხე-ჯავახეთის 5 ოლქში გამარჯვება
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, 1 ოლქში კი, „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
ასევე ცნობილია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთში ჩატარებული
არჩევნების შედეგებიც. ხმების დათვლის შედეგად გაირკვა, რომ 4 ოლქიდან, სამი „ნაციონალურმა
მოძრაობამ“, ერთი კი, „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. იმერეთში გამარჯვება „ქართულმა
ოცნებამ“ 8 ოლქში მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი, 4 ოლქში, გურიაში არსებულ
სამივე ოლქში „ქართულმა ოცნება“ ლიდერობს.
რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქებს, „ქართულმა ოცნებამ“
გამარჯვება 2 ოლქში, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი 7 ოლქში მოიპოვა. აჭარაში
მანდატები თანაბრად გადანაწილდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და ‘’ქართული ოცნების"
კანდიდატებმა 3-3 ოლქში გაიმარჯვეს.
თბილისში არსებული ათივე ოლქი კი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა
მოიგეს. 19 ოლქში არსებული შედეგები ამ დრომდე დასათვლელია.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცესკოს ხმათა 99.5 პროცენტი დათვლილი
აქვს, ბოლო მონაცემებით, 3677 უბნის წინასწარი შედეგებით, "ქართულ
ოცნებას" 54,92%, "ნაციონალურ მოძრაობას" კი – 40,35% აქვს.
internet.ge