განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადება
15:06 04.10.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი, დღეს ქალაქ თბილისში, ტაშკენტის ქ. N7-ში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობაში შეჭრილ დევნილ მოსახლეობასთან შესახვედრად მივიდა.
სამინისტროს წარმომადგენლებს შენობასთან სხვა დევნილი პირებიც დახვდნენ, რომლებიც მინისტრისაგან სიტუაციის გარკვევას ითხოვდნენ. მინისტრის მიერ დევნილებს განემარტათ, რომ ხსენებულ მისამართზე არსებული ფართების თვითნებურად დაკავება წარმოადგენს სამართალდაღვევას, რასაც მოჰყვება შესაბამისი პასუხიმგებლობა.
აღნიშნულის განმარტებისა და სიტუაციის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევის მიზნით, მინისტრმა ითხოვა შენობაში შეჭრილ პირებთან შეხვედრა, რაზეც იქ მყოფმა დევნილებმა უარი განაცხადეს, შენობის კარები არ გააღეს და სამინისტროს წარმომადგენლებს შენობაში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ქალაქ თბილისში, ტაშკენტის ქ. N7-ში არსებული სიტუაციის თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ ეცნობათ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|