ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 40% -იანი წილის მფლობელი კომპანია “მედია ჯორჯია“ გახდა.
აღნიშნული წილი თავდაცვის ყოფილმა
მინისტრმა, ბიზნესმენმა დავით კეზერაშვილმა იყიდა.
4 ოქტომბერს ჩატარებული პარტნიორთა კრების ოქმის მიხედვით, დავით ყარამანიშვილმა თავისი კუთვნილი 90%-იანი წილიდან 40% დავით კეზერაშვილს
მიჰყიდა.
როგორც არხის მფლობელები განმარტავენ,
აღნიშნული ცვლილება ტელევიზიის თანამშრომელთა შემცირებას და სხვა სახის ცვლილებებს
არ გამოიწვევს.
ყარამანიშვილმა ‘’რუსთავი 2"-სა და ‘’მზის" 90% 2011 წლის დეკემბრის ბოლოს შეიძინა,
დანარჩენი 10%-ის მფლობელი ტელეკომპანიების დირექტორი გოგი გეგეშიძეა.
internet.ge