კოლაიცია
“ქართული ოცნების” მხარდამჭერები, შედეგების გაუქმების შესახებ მათ მიერ შეტანილი სარჩელის არდაკმაყოფილების
გამო, ხონში საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეიკრიბნენ.
შეკრებილებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს "ერთიანი
ნაციონალური
მოძრაობის"
წევრ გიორგი ვაშაძეს.
"ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხონის სპეციალური უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვენ, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
კანდიდატი
ლიდერობს.
ამასთან, „ქართული ოცნების“ წევრებმა საოლქო საარჩევნო კომისიაში უკვე შეიტანეს საჩივარი, რომელიც არ დაკმაყოფილდა, დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა.
შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებასაც. აქციის მონაწილეებმა “რუსთავი 2–ისა” და ტელეკომპანია
“იმედის” გადამღებ ჯგუფებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, როგორც ცნობილია, დაზიანდა ტელეკომპანიის კუთვნილი აპარატურა.
Internet.ge