ჩინეთში მომხარ მეწყერს
18 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი ბუნებრივი კატასტროფის დროს სკოლაში
იმყოფებოდნენ, რომელიც დაინგრა და ბავშვები ქვეშ მოიყოლია. ამ დროისთვის კიდევ
ერთი მოზარდის სხეულს ეძებენ.
მეწყერი გუშინ, ჩინეთის
სამხრეთ პროვინციაში მოხდა. გარდაცვლილთა სხეულების აღმოჩენა დღეს მოახერხეს.
კატასტროფის შედეგად დაახლოებით
800 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
სექტმბრიდან მოყოლებული
მეწყერების შედეგად ჩინეთში უკვე მესამე სკოლა დაინგრა.
Internet.ge