ზუგდიდის
#67 საოლქო
საარჩევნო
კომისიამ “ქართული
ოცნება-ბიძინა ივანიშვილის“ მიერ შეტანილი საჩივარი არ დააკმაყოფილა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ განუცხადა, კოალიციის წევრები ოლქის 111–ვე უბანზე შედგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.
ოყუჯავას განცხადებით, კოლიციის წევრების მიერ წარდგენილი მასალები არჩევნების შედეგების გასაბათილებლად საკმარისი არ იყო.
„შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
მაგრამ მივიღეთ გონივრული და სამართლიანი გადაწყვეტილება“,- ამბობს კომისიის
თავმჯდომარე.
internet.ge