თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
მიერ შეტანილი სარჩელის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
საქმე ეხება ქოსალარის # 23 უბნის შედეგების გაუქმების გასაჩივრების
ფაქტს, „ნაციონალური მოძრაობის წევრები“ ამტკიცებენ, რომ ამ ოლქში დავით ბეჟუაშვილმა მოიგო
თუმცა, კოალიციას ამის აღიარება არ სურს.
რაც შეეხება თეთრიწყაროში ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, აქციის
მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების და ჟურნალსიტების მიმართ
აგრესიას გამოხატავენ.
უხეშობით გამოირჩეოდა
„კოალიცია ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ხაჭაპურიძე. მან
ოპონენტს ყაჩაღი უწოდა. ბეჟუაშვილის მოადგილეს კი ნარკომანი.
Internet.ge