ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე მოსული ბიზნესმენების რაოდენობის გამო,
მათი ნაწილი დარბაზს მიღმა აღმოჩნდა.
შეხვედრა „ქორთიარდ მარიოტში“
უკვე რამდენიმე წუთია მიმდინარეობს. ბიზნესმენთა ნაწილი დარბაზში ფეხზე დგას და კოალიციის ლიდერის გამოსვლას უსმენს. ხოლო
მათი ნაწილი კი საერთოდ დარბაზს მიღმა იმყოფება.
„თი-ბი-სი ბანკის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ
და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა დარბაზში შესვლა
ვერ მოახერხეს.
მათთან ერთად დარბაზს მიღმა რამდენიმე ბიზნესმენიც იმყოფება.
Internet.ge