ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, თბილისის შემოერთებულ
რაიონებში ასფალტის დაგების პროცესი მომდევნო ორ წელიწადში დასრულდება.
დღეს უგულავამ წავკისში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და
ადგილობრივებს გაესაუბრა.
„ყველა შემოერთებულ სოფელში აღნიშნული პრობლემა დაგვხვდა. მთავარია ამ
პრობლემებს ეტაპობრივად ვაგვარებდეთ. რეალურად მინდა გითხრათ, რომ ჩვენ შევქმენით
ისეთი სტანდარტი, რომელსაც ვერავინ დახევს უკან. მთავარი ამოცანა დღეს არის ის,
რომ ეს სტანდარტი შენარჩუნდეს და ყველა პროექტი გაუმჯობესდეს“,- განაცხადა გიგი
უგულავამ და აქვე დასძინა, რომ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარებაც ერთგვარი
სტანდარტია, რომელიც მის გუნდს ეკუთვნის.
Internet.ge