ახალი მთავრობის წევრთა ვინაობა 8 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა
განაცხადა.
დღესვე, მან ბიზნესმენებს არსებული გადასახადების გადახედვისკენ და
მაღალი ფასების დარეგულირებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის შეხვდა ბიზნესმენებთან
კითხვა-პასუხის რეჟიმში ამ დრომდე მიმდინარეობს. ბიზნესმენებს აინტერესებთ ახალი
გუნდის დამოკიდებულება ბიზნესთან მიმართებაში და იქნება თუ არა ის ისეთივე
ლიბერალური, როგორც კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგარამაშია
აღნიშნული.
კოლაიციის პრეს-სამსახურის ცნობით, ბიზნესმენებთან შეხვედრა 15 წუთში
დასრულდება, შემდეგ კი ივანიშვილი აკაკი
გოგიჩაიშვილის ბიზნეს კურიერისთვის შეკითხვებს „ქორთიარდ მარიოტში“ მოწყობილი
სტუდიიდან უპასუხებს.
Internet.ge