GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
16:46 05.10.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის 3 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების რუსთავის #17 დაწესებულებიდან განხორციელდა რამდენიმე მსჯავრდებულის გადაყვანა რუსთავის #6  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

გადაყვანილი პატიმრების, ა.შ.-ს და კ.კ.-ს საკარანტინე ნაწილიდან საკანში განთავსების შემდგომ,  სამინისტროს ინფორმაციით, მათ  და საკანში მანამდე მყოფ პატიმრებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რის შედეგადაც  ა.შ.-მ და კ.კ.-მ მიიღეს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თავად დაზარალებული პატიმრები აცხადებენ, რომ დაზიანებები საწოლიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღეს.

”მსჯავრდებულებს მაშინვე გაეწიათ სამედიცინო დახმარება (მათ შორის ერთ-ერთ მათგანს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა) და ამ მომენტისათვის მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმირებული არიან დაზარალებული პატიმრების ოჯახის წევრებიც. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დაპირისპირება გამოწვეული იყო პატიმრებს შორის არსებული ძველი კონფლიქტით. მიგვაჩნია, რომ გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს, წარსულში კონფლიქტის მქონე პატიმრები რატომ მოხვდნენ ერთ საკანში და ხომ არ ჰქონდა ადგილი სასჯელაღსრულების სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ განზრახ ან გაუფრთხილებლობით  ჩადენილ დანაშაულს, რამაც განაპირობა მსგავსი კონტიგენტისა და ურთიერთდაპირისპირების მქონე პატიმრების ერთ საკანში განთავსება”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართულ-ბერძნული სუპერტურნირი ძალოსნობაში1
ვაშაძისა და ნორლანდის საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო არჩევნები იყო2
ესტონელი დამკვირვებელი არ გამორიცხავს, რომ არჩევნებს საქართველოში ქუჩის არეულობა მოჰყვეს3
საქართველო-დაღესტნის საზღვართან რუსული ავიაცია გააქტიურდა4
პროგრამა Black Sea CBC კონკურსის გამარჯვებულებს მადლობის სიგელები გადაეცათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X