ორი ივლისიდან რომიდან
თბილისის მიმართულებით პირდაპირი რეისები
შესრულდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, გიგი უგულავამ, რომში ვიზიტისას
განაცხადა.
მისის თქმთ, ფრენას კომპანია „ალ იტალია“ განახორციელებს.
უგულავა იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მერი თავის კოლეგასაც
შეხვდა. მხარეებმა ორ ქალაქს შორის ეკონომიკური ურთიეთობები განიხილეს.
„ქართულ-იტალიურ სამრეწველო პალატაში 50 -ზე მეტი კომპანია
დარეგისტრირდა, რაც მეტ ინვესტიციას ნიშნავს“,- განაცხადა გიგი უგულავამ და აქვე
დასძინა, რომ რომის ერთ-ერთ ქუჩას
შესაძლოა თბილისის სახელი ეწოდოს. ამის შესახებ დაპირება უგულავამ რომის მერთან
შეხვედრაზე მიიღო.
Internet.ge