კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს
ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დაშავდა თავად გამგებელი, რომელიც დანარჩენ 5 თანამშრომელთან ერთად
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსა.
როგორც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა, შეხლა-შემოხლა
მას შემდეგ დაიწყო, რაც კოალიციის აქტივისტებმა გამგეობის შენობის პიკეტირება
სცადეს და თვითმმათველობის ორგანოში შეიჭრნენ.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ისინი
გამარჯვებულ პარტიას წარმოადგენდნენ და თანამშრომლებს გამგეობის შენობის დატოვებას
სთხოვდნენ“,- განაცხადა გამგებელმა.
აღნიშნულ ინციდენტს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის
წარმომადგენლები გამოეხმაურნენ და „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან
განხორციელებული ძალადობა დაგმეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის პალიკო კუბლაშვილის თქმით,
თვითმმართველობებზე თავდასხმა კანონის დარღვევაა.
„დღევანდელ შეხვედრაზე სწორედ მსგავსი თემები განვიხილეთ. „ქართული
ოცნების“ წევრები დაგვპირდნენ, რომ აქტივისტების მხრიდან ძალადობას არ დაუშვებენ“,-
განაცხადა კუბლაშვილმა.
ბოლო ინფორმაციით, ვითარების განმუხტვა ადგილზე გამოძახებულმა
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შეძლეს.
Internet.ge