პერმის
ტრასაზე უკვე ერთი კვირაა გამვლელები
ხედავენ ძაღლს, რომელიც თითქმის გაუნძრევლად წევს და დარაჯობს მეგობარს, რომელსაც
მანქანა დაეჯახა.
თვითმხილველები
ამბობენ, რომ 7 დღეა ამ სურათს უყურებენ: ძაღლს ჰგონია, რომ მისი მეგობარი კვლავაც
ცოცხალია და ყოველი მანქანის გავლაზე ყეფას იწყებს, რომ ვინმეს საშველად უხმოს.
არაერთმა
ადამიანმა შორიდან დაინახა, როგორ მიდის ძაღლი უძრავად მწოლიარე მეგობართან და მის
გვერდით წვება, ათბობს, ეთამაშება, ლოკავს, თითქოს, ხელებით ეფერება - ყვება
ცრემლმორეული ადგილობრივი.
ამასთან,
ბავშვებს მასთან საჭმელი მიაქვთ, მაგრამ ის არაფერს ჭამს.
ახლო-მახლო
მცხოვრებლებმა ერთხელ ძაღლის დამარხვაც სცადეს, მაგრამ ერთგული მეგობარი 10 მეტრის
სიახლოვესაც კი არავის უშვებს.
internet.ge