ყაზანში, ნაგვის
გადამამუშავენელი სადგურის თანამშრომლებმა, კონვეიერში ადამიანის მოკვეთილი თავი
აღმოაჩინეს. დათვალიერების შედეგად კი გაირკვა, რომ ნაგავში სხეულის სხვა
ნაწილებიც ეყარა.
სპეციალისტებმა
დაადგინეს, რომ გვამი ნაგავში რამდენიმე დღის წინაა ჩაგდებული, რადგან მას უკვე
ხრწნა ჰქონდა დაწყებული.
მომხდართან დაკავშირებით
საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს, რომელიც სხეულის სხვა ნაწილებს ეძებს.
როგორც
სამართალდამცავები ამბობენ, ადამიანი აჩეხილია, თუმცა სხეულის ყველა ნაწილი მათ
ხელთ ჯერ არ აქვთ.
მოკლული,
სავარაუდოდ, მამაკაცია.
Internet.ge