კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში, ახალი მთავრობის ფორმირების საკითხზე, კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.
ბიძინა
ივანიშვილის
განცხადებით,
ახალი მთავრობის შემადგენლობა 8 ოქტომბრისთვის დასახელდება.
კოალიციის
წევრი დავით უსუფაშვილი კი მოქმედ მინისტრებს მოუწოდებს არჩევნების საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე
დაკისრებული
მოვალეობა
შეასრულონ.
„საკანონმდებლო
უმრავლესობა
ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მთავრობაც უნდა ჩამოვაყალიბოთ და გავუძღვეთ ქვეყანას. დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფო ორგანოების გამართულ მუშაობაზე, სამოქალაქო წესრიგის დაცვაზე პასუხისმგებლობა
ამ მომენტისთვის მოქმედ მთავრობას ეკისრება. მივმართავ ყველას, რომ გააგრძელონ მოვალეობების შესრულება, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
internet.ge