თბილისობის
დღესასწაულის ფარგლებში, მეიდანზე დადგმულ საწნახელში ყურძნის დაწურვა მიმდინარეობს.
მეიდანზე თბილისის მერი გიგი უგულავაც იმყოფება, რომელიც ყურძნის დაწურვაში მონაწილეობას იღებს.
60
კვადრატული მეტრის ფართობის საწნახელში, სადაც 5 ტონა ყურძენია ჩაყრილი,
მოქალაქეებს საშუალება აქვთ თავადაც მიიღონ დაწურვის პროცესში მონაწილეობა, ყურძნის წვენი მიირთვან და სურვილის შემთხვევაში, სახლშიც წაიღონ.
დღესვე, დღესასწაულის ფარგლებში ანსამბლ „ერისიონის“
კონცერტიც იგეგმება. საზეიმო ღონისძიებები 7 ოქტომბერს, ევროპის
მოედანზე, გალა კონცერტით დასრულდება.
internet.ge